ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს
20 ნოემბერი 2017
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩია. თავმჯდომარის პოსტზე სულიკო თებიძის კანდიდატურა საკრებულოს უმრავლესობამ დაასახელა, რის შემდეგაც კანდიდატს ფარული კენჭისყრით, 25-წევრიანი საკრებულოდან 19-მა მხარი დაუჭირა. 

ახალარჩეულმა თავმჯდომარემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შეძლებს. სულიკო თებიძემ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ლაშა კომახიძეს ბათუმის მერად არჩევა მიულოცა.
სულიკო თებიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იგი პროფესიით მათემატიკოსია და წლების განმავლობაში აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3130
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები