2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკენზ სმიტთან და ბრიტანეთის სამხედრო ატაშესთან საქართველოში დევიდ ეთელთან ერთად, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპატრამენტის სანაპირო დაცვისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ორკესტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის, მათი საფლავების მოწესრიგებისა და მემორიალის გაკეთებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩოსთან ბათუმის საკრებულოს თანამშრომლობა თითქმის ხუთი წელია გრძელდება.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მილიონ შვიდასი ათასი ჯარისკაცის საფლავს და მათ შორის საქართველოშიც.
ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად 11 ნოემბერს იმართება.