ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება
09 ნოემბერი 2017
 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. მერიის წარმომადგენლებმა დღეს საზოგადოებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გასახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები გააცნეს. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, ამ სფეროების დაფინანსება ძირითადად უცვლელი დარჩა, გრძელდება ძველი პროგრამებიც. პროექტის მიხედვით, განათლებაზე 14 მილიონ 217 ათასი ლარია გამოყოფილი, აქედან 12 მილიოზნე მეტს ბაღების გაერთიანება მიიღებს, მილიონ 300 ათასად კი კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება მე-19 საბავშვო ბაღს.
მომავალ წელს მერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს. იგეგმება ზუბალაშვილის 38 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაცია, რისთვისაც 390 ათასი ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს, პროგრამის საერთო ბიუჯეტი დაახლეობით 8 მილიონი ლარია. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ხვალაც გაგრძელდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2671
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები