ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
30 ოქტომბერი 2017
 

ბათუმის საკრებულოში დღეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დადგენილების ხუთივე პროექტი უკავშირდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის წევრებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების ხუთივე პროექტის განხილვას მხარი დაუჭირეს. კერძოდ, სხდომაზე წარმოდგენილი ნორმატიული აქტების მიხედვით, მტკიცდება: ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა; „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პერსონალისათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმები.
კომისიის სხდომას განათლების. კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2632
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები