ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე რაგბის მოედანზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო
19 ოქტ 2017
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე რაგბის მოედანზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო. დღეს აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ. ბათუმის რაგბის მოედანზე 34 სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. მათ სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა სპორტული ტურიზმის განვითარებასთან ერთად აჭარის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
რაგბის მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 24
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები