ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
კომისიის სხდომა
15 აგვ 2017
 

დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს, კომისიის წევრებმა ბათუმის რამდენიმე ქუჩისთვის სახელის მინიჭებისა და მემორიალური დაფების განთავსების, ასევე საკრებულოში პეტიციის წესით ინიცირებულ საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა წარმოდგენილი საკითხების განხილვას საკრებულოს მორიგ სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს.
კომისიამ ერთობლივი მხარდაჭერა, მხოლოდ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დირექტორის წერილის საფუძველზე ქ.ბათუმის მერის კორესპონდენციას გამოუცხადა, რომელიც ე.წ. 6 მაისის პარკისთვის „ბათუმის ცენტრალური პარკის სახელის მინიჭებას“ ეხებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7280
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები