ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 ივლისი 2017
 

ბათუმის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიას  ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯე¬ტში შესატანი ცვლილებები  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1,818,9 ათასი ლარით იზრდება და  წარმოდგენილი ცვლილებით ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშოების თანადაფინანსება, ასევე, საკუთარი შემოსავლებისა და ეკონომიების ხარჯზე დამატებით გათვალისწინებული იქნა რიგი ინფრასტრუქტურული, სპორტული, კულტურული და ჯანმრთელობის დაცვის  ღონისძიებების დაფინანსება.
არჩილ ვანაძემ კომისიის წევრებს,  ასევე, წარუდგინა „ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებების თაობაზე“ საკრე¬ბუ¬ლოს განკარგულების პროექტი, რომელიც  ბათუმის ავტობუსების პროექტის დაფინანსების მიზნით ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სესხის და გრანტის მიღებას.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს „2017 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გახორციელების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომლის მიხედვითაც საკრებულოს მიერ მოწონებულ უნდა იქნას ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელიც შემდგომში უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით.
ბათუმის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ კომისიის წევრებს გააცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.  ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #205-ის მიმდებარედ არსებული 1348,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხი, შემდგომში მისი „აგროპროქტების მართვის ცენტრისთვის“ სარგებლობაში გადაცემისა და მომსახურების ცენტრის განთავსების მიზნით.
კომისიამ, ასევე, განიხილა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით  ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა უძღვებოდა.  

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3667
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები