ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ნარჩენების მართვის თემაზე
08 აგვისტო 2017
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მხარდაჭერით კომპანია G&L Management-მა ნარჩენების მართვის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
კომპანიის დამფუძნებლმა ბესარიონ აბაშიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. მისი განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საქმიანობს გზნ-ის ლიცენზიისა თუ სანებართვო პირობების შესაბამისად და წარმოქმნის ნარჩენებს (განსაკუთრებით სახიფათო ნარჩენებს), უნდა ჰქონდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმა, ან საჭიროებს ამგვარი გეგმის შედგენას და მის სამინისტროსთან შეთანხმებას. ყოველი კომპანია ვალდებულია ჯეროვნად დაიცვას ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ან/და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნულ კოდექსში შესული ცვლილებები კომპანიის დამფუძნებელმა საკრებულოს წევრებს, აჭარაში მოქმედი სამედიცინო კლინიკებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 9156
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები