ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კონკურსი ბათუმის საკრებულოში
06 დეკემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოში ორ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მიმდინარეობს.
ორივე პოზიციაზე კონკურსის პირველი ეტაპი სულ 199-მა კონკურსანტმა გადალახა.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე კომისია დღეს 99 აპლიკანტის განაცხადს განიხილავს. საკრებულოს აპარატის სამდივნოს განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კი გასაუბრება ხვალ გაიმართება.
საკონკურსო- საატესტაციო კომისიას საკრებულოს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი ხელმძღვანელობს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა და საკრებულოს აპარატის სამდივნოს განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კონკურსი 10 ნოემბერს გამოცხადდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 14402
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები