ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შენიშვნები და რეკომენდაციები ბიუჯეტთან დაკავშირებით
02 დეკემბერი 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ ბათუმის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მერიისთვის გადაგზავნილი შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნეს. საზოგადოებას თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები, ასევე, საკუთარ მოსაზრებები სხვადასხვა ფრაქციის წამომადგენლებმაც გაუზიარეს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ საკრებულოს წევრებს და მიიღეს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან.
აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გახორციელდა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ არის დაფინასებული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 17849
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები