2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თემაზე დღეს გამართულ რეგიონულ ფორუმში მონაწილეობდა.
ფორუმის გამართვა მიზნად ისახავს ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას და ამ მიზნით რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ჩატარებას, რომლებშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.
სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული სახელმწიფოს მიერ ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების და ადგილზე დამკვიდრების სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი; შეფასდება ე.წ. ,,სოციალური სახლების“ სახელმწიფო პოლიტიკა და მიზანშეწონილობა.
შეხვედრების ფორუმი ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის - „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“- ფარგლებში იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროპის ფონდი და დემოკრატიის ინსტიტუტი.