ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
21 ნოემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ჩავლეიშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ბათუმის სატრანსპორტო მოდელის და შინამეურნეობების ურბანული მობილობის კვლევის შედეგების ოფიციალურ წარდგენას დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
პროექტის „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის (ISTBAR)“ ფარგლებში, გერმანული სატრანსპორტო საკონსულტაციო კომპანიის A+S Consult-ის ექსპერტების და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ ოქტომბრის თვეში გახორციელდა ქალაქის მასშატბით 1,500 ოჯახის გამოკითხვა, მათი ურბანული მობილობის ქცევის შესწავლის მიზნით. აღნიშნული კვლევა და ბათუმის ურბანული ტრანსპორტის არსებული მდგომარეობის ანალიზი საფუძვლად დაედო ქალაქის სატრანსპორტო მოდელის შემუშავებას.
ოთხწლიანი პროექტის ბიუჯეტი აღწევს 1.2 აშშ დოლარს. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით. პროექტის გახორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2019 წლის აგვისტომდე დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 22858
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები