ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ლაშა სირაბიძემ ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს უმასპინძლა.
10 ნოემ 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს საქართველოში დევიდ ეთელს შეხვდა. შეხვედრა სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა. დევიდ ეთელთან საუბრისას ლაშა სირაბიძემ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობა თითქმის ოთხი წელია გრძელდება პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის, მათი საფლავების მოწესრიგებისა და მემორიალის გაკეთებასთან დაკავშირებით.
დევიდ ეთელმა ლაშა სირაბიძეს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის და საკრებულოს მიერ გაწეული იმ საქმიანობისთვის, რაც ბრიტანელი ჯარისკაცების სახელების უკვდავსაყოფად გაკეთდა. შეხვედრის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ბრიტანელი ჯარისკაცების მემორიალს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბრიტანეთის სამხედრო ატაშესთან ერთად ხვალ მოინახულებს და დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებს.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს 153 ქვეყანაში მეთვალყურეობს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მილიონ შვიდასი ათასი ჯარისკაცის საფლავს და მათ შორის საქართველოშიც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8344
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები