2025 წლის 29 იანვარს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ დღეს პროექტის - „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან - გენო გელაძესა და არჩილ ხახუტაიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საკრებულოდან ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი დარჩია, საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე და იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი დოდო ონიანი.
შეხვედრის თემას პეტიციის ფორმით პრობლემების გადაჭრის სამართლებრივ-პროცედურული საკითხები წარმოადგენდა. შეხვედრისას ლაშა სირაბიძემ აღნიშნა, რომ ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები მიესალმებიან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და კომპეტენციის ფარგლებში პეტიციის ფორმით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობას.
ბათუმის თვითმმართველობაში პროექტის ფარგლებში შვიდი პეტიციაა შემოსული. ამ ეტაპზე თვითმმართველობა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილ პრობლემებზე მოქალაქეების მიერ ინიცირებული პეტიციების განხილვის პროცესშია