ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა.
26 სექტემბერი 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს საფინანსო–ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
გაერთიანებულ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს და ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღესვე სხდომაზე, „ქ. ბათუმის მთავრობასა და ზაზა ბერიძეს შორის დადებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის 2006 წლის 02 ივნისის Nნ-13 (N1-5992) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტიც განიხილეს. წარმოდგენილი საკითხების რიგგარეშე სხდომაზე გატანას კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5830
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები