ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
08 სექტემბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოში ბათუმის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ.ბათუმში შ.ხიმშიაშვილის ქ.N-1 126,0 კვ/მ ფართის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ცვლილებების დამტკიცებას, ასევე, ცვლილება შევიდა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები გახორციელდა საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებ განკარგულებაშიც, რომლის მიხედვითაც ძველ ბათუმში სამშენებლო ტერიტორიების შემოსაზღვრულ დროებით ღობეებზე დასაშვები გახდა საარჩევნო-სააგიტაციო მასალის გაკვრა მფლობელი კომპანიის ნებართვის გათვალისწინებით.
საკრებულოს სხდომას მერიის სააქალაქო სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5620
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები