ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა
05 სექ 2016
 

დღეს ბათუმის საკრებულოს წევრები გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.
მემორიალის საზეიმო გახსნას ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საზოგადოების წარმომამადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ეროვნული გმირის ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ჟიული შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ ჟიული შარტავას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2712
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები