ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
12 ივლისი 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს სხდომა, რომელსაც ბათუმის მერი დაესწრო, განაცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატები რამდენიმე დღის წინ ბათუმში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდგომი ვითარებით დაინტერესდნენ: „არის თუ არა ზარალი დათვლილი და იგეგმება თუ არა დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა?“ გიორგი ერმაკოვის თქმით:- „ზარალის დათვლა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მოსახლობის დასახმარებლად ყველაფერი გაკეთდება“.
სხდომა დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა. ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის შემოსულობებისა და განვლილ პერიოდში ჩატარებული დაფიქსირებული ეკონომიების საფუძველზე, ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, ჯამში 1 063 513 ლარით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები რესურსების სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილებას ითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ცვლილებები გახორციელდა, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3263,00 კვ/მ არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემას მსხვილი საინვესტიციო წინადადების გახორციელების მიზნით.
საკრებულოს წევრებმა, ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წინადადებას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ინიციატივას, რომელიც ქალაქში მოძრავი ტაქსების პარკირების მოწესრიგებას ეხება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6058
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები