2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
პროექტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
12 ივლისი, 2016 წელი
11:00 საათი, ქ. ბათუმი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი :
1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
/მომხს: არჩილ ვანაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე/
2. „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: ეგარსლან ლომაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი/
3. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს: ირაკლი ახალაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი/
4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივის მოწონების თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს: კობა ჩხეიძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე/
5. „ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ.№71-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე კარლო შერვაშიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
/მომხს: ნინო ბერაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
6. „ქ. ბათუმში, დავით კლდიაშვილის ქ. N10–ში მდებარე სახოვრებელ სახლზე შალვა იოსელიანის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი
/მომხს: ნინო ბერაძე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/