2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა გონიოს მოსახლეობასა და ჟურნალისტებს ბრიფინგზე გააცნო.
„მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გახლავთ პრობლემა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. ყველასათვის ცნობილია, რომ დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, აჭარაში არ ჩატარებულა მიწის რეფორმა, ხოლო შემდეგ ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების - ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, მიწის საკითხი იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად. წინასაარჩევნოდ გაცემული მიწები მალევე ჩამოართვეს მოქალაქეებს და შექმნეს რთული ჩიხური სიტუაცია, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ერგო მემკვიდრეობად. მიუხედავად ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ სრულად მოხდა პრობლემის აქტუალობის გაცნობიერება და დაიწყო მუშაობა სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება.
სამართლებრივი დეტალების სრული ანალიზის საფუძველზე, ვაცხადებთ, მიწის აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გონიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა საკუთრებაზეც არ ვრცელდება საკანონმდებლო და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდვები, კანონმდებლობის სრული დაცვით განიხილება ინდივიდუალურად და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისად აღუდგებათ საკუთრება. მოკლედ მინდა შევეხოთ სამართლებრივ საკითხებს. წინა ხელისუფლების დროს მიღებული ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც ამ ადამიანებს გააუუქმდათ საკუთრება, შეიცავდა ძირითადად ოთხ მიზეზს... ძირეული ანალიზისა და საკანონმდებლო დაზუსტების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ გაუქმების კრიტერიუმები არ იყო კანონმდებლობით გამყარებული და წარმოადგენდა ხელოვნურად გამოგონილ მიზეზებს, საიდანაც ცალსახად ჩანს, თუ რამდენად ითვალისწინებდა წინა ხელისუფლება ჩვენი თანამოქალაქეების საკუთრების უფლებას და თუ რამდენად მანიპულირებდნენ კერძო საკუთრებით წინასაარჩევნოდ. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო და დღევანდელი გადაწყვეტილება ამ ყველაფერს ცხადყოფს“, - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა.
გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი იმ მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვდნენ, რომლებიც 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ ჯერ დაუკანონა, შემდეგ კი - 2010 წელს, თავისივე გადაწყვეტილებით ჩამოართვა.
ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის აღიარების კომისია აღნიშნულ საკითხზე 2014 წლიდან მუშაობდა და ინდივიდუალურად განიხილავდა ყველა საქმეს, თუ რამდენად კანონიერად ჩამოერთვა ამა თუ იმ ოჯახს მიწაზე საკუთრების უფლება