ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გაფართოებული სხდომა გამართა
17 ივნისი 2016
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ბათუმის მერის მრჩეველი არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები .
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ თეიმურაზ ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა „თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N50-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი.
თეიმურაზ ყურაშვილის განცხადებით ცვლილებების მიზანია, ქალაქის განაშენიანების მარეგულირებელი ერთ-ერთი პარამეტრის (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, იგივე K2) მაქსიმალური მნიშვნელობის ახალი სიდიდეების დადგენა და ამ საკითხში მუნიციპალიტეტის როლის გაძლიერება, ასევე, ზოგიერთი კონკრეტული ფუნქციური ზონისათვის უძრავი ქონების დასაშვები სახეობების ჩამონათვალის დაზუსტება, მათ შორის ისეთი ობიექტებისაც, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.
ფრაქციის წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ „მოქმედი რეგულაციებით არ არის გათვალისწინებული K2 კოეფიციენტის ზედა ზღვარი, რის გამოც ხშირად სერიოზული პრობლემები ექმნება ახალმშენებლობების მიმდებარე განაშენიანებასა და მთლიანად ქალაქის გარემოს. დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას“.
საკითხების განხილვისას საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხდომის მონაწილეებმა.
„რესპუბლიკელები“ ფრაქციის სხდომაზე განხილული განკარგულების პროექტის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე უახლოეს მომავალში გეგმავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6057
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები