ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა
14 ივნისი 2016
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მიქელაძე დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ გონიოს მოსახლეობას შეხვდნენ. აქციაზე შეკრებილები საკრებულოს მიწის აღიარების კომისიისგან სხდომის ჩატარებასა და გონიოს მიწებთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებასა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებას მოითხოვენ.
მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარემ ლევან კინწურაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ  კომისია პრაქტიკულად დასკვნით ეტაპზეა: „უკვე შემუშავებულია კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც მზადაა ხელმოსაწერად. ოქმს ეცნობიან კომისიის წევრები. მოგეხსენებათ,  მიწის აღიარების კომისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგან. ისინი წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს ოქმთან მიმართებაში.  ხვალ, 12 საათისთვის, ჩანიშნულია კომისიის სამუშაო შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ეს მოსაზრებები. ვიმსჯელებთ თითოეულ მოსაზრებასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, თუკი გასათვალისწინებელი იქნება, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ და კორექტირებას შევიტანთ არსებულ ოქმში. ამის შემდეგ ჩაინიშნება კომისიის კიდევ ერთი სხდომა, ხელი მოეწერება ოქმს და შესაბამისად, შევა ძალაში“.
გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი იმ მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს, რომლებიც  2007-2008 წლებში ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ   ჯერ დაუკანონა, შემდეგ კი - 2010 წელს, თავისივე გადაწყვეტილებით ჩამოართვა.
ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის აღიარების კომისია ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის 2010 წლის გადაწყვეტილებაზე მუშაობს და ინდივიდუალურად განიხილავს ყველა საქმეს, თუ რამდენად კანონიერად ჩამოერთვათ ამა თუ იმ ოჯახს მიწაზე საკუთრების უფლება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6249
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები