ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
07 ივნისი 2016
 

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის რამაზ სურმანიძის ადგილმონაცვლის, ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატის გოჩა ხიმშიაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ განკარგულების პროექტს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქ. ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის შემოსულობების, ასევე მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ჩატარებული დაფიქსირებული ეკონომიების საფუძველზე, 2016 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით იზრდება ჯამში 1 570 000 ლარით.
ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური საფასური - ერთეულ ჯიხურზე 250 ლარის ოდენობით. ამავე განკარგულებით ქ. ბათუმის მერს მიეცა თანხმობა აღნიშნული ობიექტების განკარგვისა და განკარგულების შესრულების მიზნით მასვე დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
საკრებულოს სხდომას ქ. ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5455
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები