ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ახალგაზრდები საკრებულოში
19 მაისი 2016
 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  ახალგაზრდული ფორუმის დასკვნითი ღონისძიება „აქტიური მოქალაქეობიდან გმირობამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბი, პედაგოგები, მოსწავლეები და იძულებით გადაადგილებული პირები  დაესწრნენ.
ღონისძიება პროგრამა „მომავალის თაობის“ ფარგლებში გაიმართა და იგი  პროგრამა PH International-საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გახორციელდა. აჭარის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაუწია.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და აქტიური მოქალაქეობის პოპურარიზაცია გახლდათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5044
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები