ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განცხადება
24 მარტი 2016
 

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიაჩნია, რომ 2016 წლის 16 მარტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრის, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - დიმიტრი დარჩიას მონაწილეობის უკანონობასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადება არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შემდეგ გარემოებათა გამო: 
 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს - ბატონ დიმიტრი დარჩიას მიმდინარე წლის 1 მარტს მიეცა კუთვნილი შვებულება, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირს (ანუ როგორც კომისიის თავმჯდომარეს).
 ამასთან საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში ყოფნით მას, როგორც საკრებულოს წევრს არ უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მათ შორის მისი შეუზღუდავი უფლებაა დაესწროს საკრებულოს სხდომას და მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, კერძოდ ესაა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით საკრებულოს წევრისათვის პატიმრობის ან ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. გარდა ამისა საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეჩერების სხვა საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ანუ შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა შემთხვევაში საკრებულოს წევრს არ უჩერდება უფლებამოსილება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: (კანონის ციტირება)

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5625
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები