ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განახლებულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები გამოიფინა
22 მარტი 2016
 

ბათუმში დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ლაშა სირაბიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და საზოგადოების წარმომადგენლები.
მუზეუმის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, მოწესრიგდა და კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები. მუზეუმში დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი.
წლევანდელ ტურისტულს სეზონს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციით შეხვდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7692
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები