2024 წლის 6 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს გონიოს მოსახლეობა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბა. გონიოს მცხოვრებლები საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების დაბრუნების საკითხზე საბოლოო დასკვნას ელოდნენ.
მოსახლეობას საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე, გონიოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მიქელაძე და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიწის აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული მიწების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრეებზე. ამჟამად კომისია მუშაობს ადმინისტრაციული საქმისწარმოების დასრულებაზე და შესაბამის საბოლოო დასკვნას მომდევნო კვირაში გააკეთებს.