ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
“ბათუმი 2025- ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებები”
25 იანვარი 2016
 

დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ჩავლეიშვილი და ლაშა სირაბიძე გერმანიის რესპუბლიკის ქ.როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს შეხვდნენ. შეხვედრას, რომელსაც მერიის ეკონომიკური სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ  სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრაზე, საუბარი ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს შეეხო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა  დოკუმენტზე ,,ბათუმი 2025“, რომელიც ქალაქ როსტოკის მიერ შემუშავებული ანალოგიური დოკუმენტის გათვალისწინებით ხორციელდება.
აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ორი ქალაქის შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებს შორის.
როგორც ცნობილია,  ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებულია პარტნიორობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობასა და  გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს სატრანსპორტო დაგეგმვის, გამწვანების, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის დაცვის, განათლების, კულტურის, ეკონომიკისა და ზოგადად, ქალაქის განვითარების მიმართულებით.
ორ ქალაქს შორის პარტნიორული პროექტები გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება ,,GIZ“-ის მიერ ფინანსდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6530
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები