2024 წლის 30 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქ.ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის მიერ შესყიდულ იქნა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაახლოებით 240-მდე შენობა-ნაგებობის ინვენტარიზაციის პროექტი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გეოგრაფიკმა“ განახორციელა. სპეციალისტები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციასა და შენობების კონსტრუქციულ, არქიტექტურულ, სამართლებრივ და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების შეფასებაზე. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციას ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.