ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
10 დეკემბერი 2015
 

დღეს მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბა და სეპარირებული ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა.
 როგორც შეხვედრაზე ითქვა, საპილოტე პროექტი არა მარტო ძველი ბათუმის ადმინისტრაციის, არამედ რუსთაველის ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც განხორციელდება. სეპარირებული ნარჩენების შეგროვების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალური ურნები, შეგროვებულ ნარჩენებს კი, სავარაუდოდ, ის კომპანია  გადაამუშავებს, რომელიც მომავალში მუნიციპალიტეტთან ითანამშრომლებს.
კომისიის წევრებმა ნარჩენების მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრეს. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, სოციალური და ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ ამ პროცესში და კომისიასთან ერთად იმუშაონ.
საკრებულოს ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით,  ჩართულობის  მიზნით სტუდენტური დასაქმების პროექტის გამოყენებაც შეიძლება და უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ამ საკითხზე მუდმივმოქმედმა კომისიამ სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრაც გამართოს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6955
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები