ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ტრაპიზონში იმყოფება
03 დეკემბერი 2015
 

აჭარის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ტრაპიზონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მისი მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე.
დელეგაცია უკვე შეხვდა ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გურმუქჩუოღლუს. შეხვედრისას ხაზი გაესვა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის 15 წლიანი მეგობრობის საიუბილეო თარიღს. ტრაპიზონის მერმა ისაუბრა ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო მეზობელი რეგიონების ტრანსსასაზღვრო ობიექტების განვითარებასა და მომავალ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კულტურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტრაპიზონის გუბერნატორთან ჯელილ აბდილ ოზისთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მეორე ნაწილი განათლებისა და კულტურის სფეროს დაეთმო. შეხვედრები გაიმართა ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, დელეგაცია ასევე დაესწრო ხასან ჰელიმიშის გამოფენის გახსნის ცერემონიას.
აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში დღეს  დასრულდება.

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6728
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები