ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
27 ნოემბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიმოხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ წარადგინა. სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტებები გააკეთა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელთა დაფინანსების მოცულობაც მცირდება 2015 წელს და გადადის 2016 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, დღეიდან ერთიან დოკუმენტში მოექცევა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმები, თუმცა მოსაკრებლის განაკვეთებს ცვლილება არ შეეხება. ასევე, მოხდება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ბაზაში აბონენტებისთვის დარიცხული დავალიანებების კორექტირება.
 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე 164,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შემდგომში პრივატიზაციის მიზნით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ასებული კახაბრის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ნაგებობიდან 292,0  კვ.მ. ფართი, 2 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის „სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით. 
საკრებულომ, ასევე, თანხმობა მისცა მერს შპს „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციასა და მის ნაცვლად   ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების  მართვის სააგენტოს დაფუძნებაზე,  ასევე, -  ა(ა)იპ „ბათუმის განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის თაობაზე.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქ. ბათუმში ხარიტონ ახლედიანის ქ. N14ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე შოთა დავითაძის მემორიალური დაფის განთავსებას, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისაგან გათავისუფლებასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობის დარეგულირებასა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 
დღესვე საკრებულოს 17-მა წევრმა მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრის ვაჟა რამიშვილის ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ქ. ბათუმის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7097
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები