ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უნგრეთის ელჩს შეხვდა
25 ნოემბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა დღეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შანდორ საბოს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკურ თანამშრომლობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხორციელდება. შანდორ საბო დღესვე ქ. ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძესა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო. უნგრეთის ელჩი ბათუმის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7111
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები