ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
20 ნოემბერი 2015
 

ქალაქის  2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის  პროგრამები დღეს საკრებულოს ჯანმრთელობისა  და სოციალურ საკითხთა კომისიამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად  განიხილა.
 პრიორიტეტული პროგრამები კომისიას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა  სოფიო მიქელაძემ წარუდგინა.მისი თქმით, „მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 10,221.3 ათასი ლარით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვა - 3,496.5 ათასი ლარით, სოციალური უზრუნველყოფა 6,724.8 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
 საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი დარჩიას განაცხადებით, „მომავალი წლიდან  თითქმის ყველა ის პროგრამა გაგრძელდება, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა და მას მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად  რამდენიმე ახალი პროგრამაც დაემატება“.
 კომისიამ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ ქვეპროგრამებს, გარკვეული შენიშვნებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5172
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები