ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ახალგაზრდების სტაჟირება დასრულდა
20 ოქტომბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოში განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირ „პროგრესის“ პროგრამის „ბათუმის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საზაფხულო სტაჟირების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე 2013 წლიდან ყოველწლიურად ზაფხულიდან შემოდგომამდე ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს ბათუმელი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის გაძლიერებას, წახალისებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის პრაქტიკის დანერგვას.
პროგრამაში ყოველწლიურად 18-29 წლამდე ასაკის 25 ბათუმელი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც სპეციალურ, არაფორმალურ გადამზადებისა და საინფორმაციო კურსის გავლის პარალელურად ეცნობიან ბათუმის მუნიციპალიტეტის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას.
დღეს საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ხუთ პროგრამას მოუსმინეს და ფარული კენჭისყრით გამარჯვებულიც გამოავლინეს. დეპუტატებმა პროგრამის საუკეთესო იდეად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ჯგუფის პროექტი „მომავლის ნათება“ შეაფასეს.
გამარჯვებულებს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა სპეციალური დიპლომები გადასცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 20478
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები