ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა საკრებულოში
20 ოქტომბერი 2015
 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
კანონმდებლებმა საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებას დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება.
სხდომაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებიც დაამტკიცეს, რომლითაც ხორციელდება 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობების, ასევე, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ჩატარებული ეკონომიების საფუძველზე ასიგნებების კორექტირება ცალკეული პროგრამების მიხედვით.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანათმშენებელი ქარნის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირობით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 20231
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები