ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ამერიკელ პარტნიორებთან
19 ოქტომბერი 2015
 

საკრებულოს ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედმა  კომისიამ აშშ-ის კოლორადოს შტატის ქ. გოლდენის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა  გამართა.

 გოლდენის დელეგაციამ   საზოგადოებას ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ პრეზენტაცია  წარუდგინა.  შეხვედრაზე ასევე, ნარჩენების მართვის მუდმივმოქმედი კომისიისა და გოლდენის წარმომადგენელთა მიერ შემუშავდა ამ კუთხით საზოგადოებათან ურთიერთობის გეგმაც. 

ამერიკელი პარტნიორების მიერ წარმოდგენილი გეგმა მომავალში გამოიყენება  როგორც საბაზისო დოკუმენტი ბათუმში სეპარირებული ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების გეგმის შესამუშავებლად. შეხვედრაზე,  ასევე, განიხილეს გადამამუშავებელ კომპანიებთან თანამშრომლობის მოდელიც.

ამერიკული მხრიდან შეხვედრას გოლდენის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენლები - დან ჰარტმენი, ანა ბეიერლი და  ტერეზა ვორშენი ესწრებოდნენ. 

შეხვედრას ქ.ბათუმის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი,  ქალაქის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მუდმივმოქმედი კომისიის წევრები,  ასევე, USAID-ისა  და ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების რეგიონული პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6509
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები