ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების პირველი ეტაპი დაიწყო
16 ოქტომბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოს წევრები - ლაშა სირაბიძე და თენგიზ აფხაზავა დღეს  ბათუმის მუნიციპალიტეტში სატენდერო პაკეტების გახსნას დაესწრნენ.
საერთაშორისო, ღია ტენდერი გამოცხადებული იყო წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადებაზე ენერგოეფექტურობის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებასა და მუნიციპალური შენობების შერჩევასთან დაკავშირებით .
გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი 300 000 ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში, წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დასრულდა.
 ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის ტიტე აროშიძის  განცხადებით,  სულ 9 სატენდერო წინადადება შემოვიდა. 
სატენდერო წინადადებათა შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას KfW ბანკის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი სატენდერო აგენტი უზრუნველყოფს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6728
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები