ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ლაოსის დელეგაცია ბათუმში
28 სექტემბერი 2015
 

დღეს, 28 სექტემბერს, იუსტიციის სახლში ბათუმის საკრებულოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს კომისიის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინა. ლაოსის 20-კაციანი დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით 22 სექტემბერს ეწვია ქონების რეგისტრაციის სფეროში გახორციელებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ღონისძიებას აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) პროექტი. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში მიწის ადმინისტრირების სისტემის რეფორმირების შესახებ, გაიზიარეს წარმატებული გამოცდილება და განიხილეს მისი ლაოსში გახორციელების შესაძლებლობა.
ბათუმის საკრებულოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ - ლევან კინწურაშვილმა დელეგაციიის წევრებს კომისიის საქმიანობა გააცნო. ისაუბრეს მიწის რეფორმაზე საქართველოში, მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და მიწის რეგისტრაციაზე, მიწის საინფორმაციო სისტემაზე საქართველოში, პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე მიწის ადმინისტრირების კუთხით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7183
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები