ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს წევრებმა უკრაინელ სტუმრებს უმასპინძლეს
25 სექტემბერი 2015
 

დღეს, 25 სექტემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა და საკრებულოს წევრებმა, კიევის პოლიტიკური განათლების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, უკრაინელ სტუმრებს უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს უკრაინის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ - ირაკლი ჭეიშვილმა საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში გატარებულ რეფორმებზე, თვითმმართველობის დამოუკიდებლობასა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის ინსტრუმენტებზე ისაუბრა. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - თენგიზ აფხაზავამ სტუმრებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივები და გრძელვადიანი გეგმები, ასევე, ისაუბრა რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გატარებული რეფორმებისა და გამოცდილების გაზიარების შემდგომ სტუმრები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდნენ. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.
კიევის პოლიტიკური განათლების ინსტიტუტის პროექტის „საქართველოს გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის “მიზანი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გახორციელებული რეფორმების გაცნობა, პრაქტიკული რჩევების მიღება და გამოცდილების გაზიარებაა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8171
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები