ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ტრენინგი საკრებულოში
25 სექტემბერი 2015
 

25 სექტემბერს საკრებულოს  სხდომათა  დარბაზში ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ გენდერული განათლების ტრენინგი გამართა თემაზე  „გენდერის  რაობა, გენდერული კანონმდებლობა, მისი აღსრულების მექანიზმები და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება“.
ტრენინგს საიას ბათუმის ფილიალის თანამშრომელი ნინო ტავლალაშვილი უძღვებოდა. განიხილეს ოჯახში  ძალადობის  სუბიექტები  და რისკ ჯგუფები, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების ფორმები, თუ ვის შეიძლება მიმართოს მსხვერპლმა ოჯახში  ძალადობის შემთხვევაში.
პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალის, ამხანაგობების, გენდერული  კანონმდებლობის და მისი  აღსრულების მექანიზმების ძირითადი გენდერული გამოწვევების საკითხებზე  საგანმანათლებლო  ტრენინგების  უზრუნველყოფას.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან საკრებულოსა და მერიის  გენდერულ და შშმ პირთა  საკითხებში მრჩევლები ფონდ „სოხუმთან“ და ბათუმის თვითმმართველობასთან  პარტნიორობით.
ტრენინგს ბათუმის სკრებულოს დეპუტატები, საკრებულოსა და მერიის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7069
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები