ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ქალაქის აქტივების რუკის პრეზენტაცია
12 ოქტომბერი 2015
 

დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ ქალაქის აქტივების რუკის პრეზენტაცია გამართა.

ქალაქის აქტივების რუკის შექმნაზ ეკომისია 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - სს კორპორაცია „ჯი-ი-სიდეველოპმენტსმა“ პროექტზე მუშაობა დაასრულა.

აქტივების რუკის შექმნას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. აქტივების რუკის შედგენა საშუალებას აძლევს ქალაქის ხელმძღვანელობას გამოავლინოს რესურსები, რომლის გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად.

აქტივების ასახვა საფუძველს უყრის ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და ქალაქის რესურსების მობილიზაციას. რუკა იძლევა საფუძველს, რათა დროთა განმავლობაში, გარკვეული ციფრული ინდიკატორული სისტემის როლი შეასრულოს და გაიზომოს ქალაქში მიღწეული პროგრესი. 

აქტივების რუკის შექმნით, ქალაქის ლიდერებს შეუძლიათ უფრო ზუსტად შეაფასონ მათი მიმდინარე მნიშვნელობა ეკონომიკისათვის.

აქტივების რუკა ბათუმის მთავრობას გადაეცემა როგორც ერთიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, მომავალში, შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი მიზნების მიღწევაც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6472
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები