ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თავმჯდომარის სამძიმარი თურქ ხალხს
12 ოქტომბერი 2015
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს, ირაკლი ჭეიშვილმა, დღეს თურქეთის საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბათუმელების სახელით უდუდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უამრავი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

თანავუგრძნობ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, აგრეთვე სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებასა და ხალხს.“

ანკარაში 10 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ასი ადამიანი დაიღუპა და ორასზე მეტი დაშავდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7046
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები