2025 წლის 10 ოქტომბერს ს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ ხელშეკრულება განკარგულებით დაამტკიცა.
აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ნაწილის განხორციელება დელეგირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში გადმოდის. კერძოდ, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ხელშეკრულება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, პოსტავტორიზაციის პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას, დაწესებულებების დაფინანსებას მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ინვენტარით აღჭურვას, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვასა და გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვას.
ხელშეკრულების მიხედვით, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის სახით გამოეყოფა.