ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია
09 ოქტომბერი 2025
 

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ ხელშეკრულების დამტკიცების საკითხი განიხილა.
აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ნაწილის განხორციელება დელეგირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში გადმოდის. კერძოდ, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ხელშეკრულება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, პოსტავტორიზაციის პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას, დაწესებულებების დაფინანსებას მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას/ინვენტარით აღჭურვას, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვასა და გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვას.
ხელშეკრულების მიხედვით, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის გადაცემის გზით.
აღნიშნული ხელშეკრულების დამტკიცების საკითხს ბათუმის საკრებულო 10 ოქტომბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები