ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
30 ივლისი 2025
 

ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილეს. სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კორექტირების შედეგად 2025 წლის გადასახდელები 10.300.0 ათასი ლარით იზრდება. ცვლილებები შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებები აისახება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის, ზოგიერთი მოწყვლადი კატეგორიის პირებისთვის კლიმატოთერაპიის კურსის ჩატარების, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის და დადგენილებით დამტკიცებულ სხვა ღონისძიებებში.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 214
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები