ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია
30 ივლისი 2025
 

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტის 2025 წლის გადასახდელები 10.300.0 ათასი ლარით იზარდება. პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ცვლილებები აისახება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის, პარკების, სკვერებისა და მოედნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის, ქალაქის გამწვანების, სპორტული კლუბების დაფინანსების, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის და დადგენილებით დამტკიცებულ სხვა ღონისძიებებში.

კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე ევროკავშირის Iნტერრეგ NEXთ Bლაცკ შეა Bასინ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის - „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BშB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“ (BშB00961 – Bლუე&Gრეენ ღესილიენცე) - ფარგლებში შესაბამისი საგრანტო/საპარტნიორო შეთანხმებების ხელმოწერის, 218.839,32 ევროს გრანტის მიღების და 24,315.5 ევროს ოდენობის თანხის თანამონაწილეობის თაობაზე.

კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი, პირდაპირი განკარგვის წესით, სამი წლის ვადით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ (ჯამში 21 ლოკაცია) გარე განათების ბოძებზე მობილური და მობილური ინტერნეტის კავშირის ანტენისა და აპარატურის განთავსების მიზნით შპს ,,მაგთიკომ“-ზე ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ნებართვის სარგებლობის წლიური საფასური 40 000,0 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.


კომისიამ ასე იმსჯელა, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 2025 წლის შეფასებიდან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურზე.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში შესატანი ცვლილები, რომლის მიხედვითაც საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმას ემატება რამდენიმე ობიექტი.

სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 302
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები