ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
29 მაისი 2025
 

საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 322 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომში მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობის მიზნით გადაეცემა. გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის II ფაზის ფარგლებში გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობით, რომლის განხორციელებისთვის საჭირო გახდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ტერიტორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანება.
კომისიამ ასევე იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას დაემატება 8 ობიექტი, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას - 12 ობიექტი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა, ხვალ, 30 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 116
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები