2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
„ბათუმობა 2025”-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.
საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა:
რემზი კაჭახმაძეს, ტრანსპორტის სფეროში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის;
თენგიზ ტუღუშს, ქალაქის გამწვანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
როსტომ ბერიძეს, ქალაქის კომუნალური მეურნეობის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის;
ზარუი აკოპიანს, ქალაქის სანიტარიულ დასუფთავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
გიორგი კუპრეიშვილს, აჭარის რეგიონის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ანზორ გოგიტიძეს, ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ჯამბულ გაბაიძეს, ქალაქის საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ტარიელ ქარცივაძეს, ქალაქის ეკონომიკურ და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ქეთევან დოლიძეს, უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებასა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
თეიმურაზ ჭანტურიშვილს, განათლების სისტემის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ილია ესიტაშვილს, სამუსიკო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
იაშა თანდილავას, ნაყოფიერი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
ჩიტო ომერაძეს, ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ელენე ქილიფთარს, ფილოლოგთა არაერთი თაობის აღზრდისა და მხარდაჭერის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ვალერიან შანიძეს, ქალაქ ბათუმში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ზაზა ჯიბლაძეს, ქალაქ ბათუმში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და სპორტსმენთა არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
სოლომონ პავლიაშვილს, აჭარაში აკვაკულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
გიორგი კიკვაძეს, ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.