2025 წლის 29 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სარეაბილიტაციო სამუშაოები
30 აპრილი 2025
რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი თავდგირიძესთან ერთად, გაეცნო.
პროექტის მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.
მნახველთა რაოდენობა: 56
ბმულები